Thursday, July 10, 2014

სასწავლო პროექტი

1.    პროექტის სახელწოდება:  

my favorite book in original.





2.    პროექტის მთავარი იდეა/თემა: 

მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ დადებითი განწყობა ენობრივ-კულტურული მრავალფეროვნების მიმართ და განუვითარდეთ განსხვავებული კულტურული კონტექსტების და ტექსტების გაგების უნარი; პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში წიგნიერების განვითარებას.




3.     პროექტის აქტუალობა: პროექტი ხელს შეუწყობს როგორც დამოუკიდებელ ასევე ჯგუფურ მუშაობას, მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა ძიების  და პრეზენტაციის უნარები.

4.    პროექტის მიზნები:
·         ინგლისური ენის ლექსიკის გამდიდრება - გამრავალფეროვნება.
·         ინგლისური ენის პრაქტიკულად გამოყენება.
·         ჯგუფური მუშაობის უნარ - ჩვევის განვითარება.
·         პრეზენტაციის უნარ - ჩვევის განვითარება.
·         კვლევა ძიების უნარ - ჩვევის განვითარება.
                                                                                         
5.    მოსწავლეთა ასაკი: 12-14 წელი

6.    ვადები/ხანგრძლივობა 4 კვირა


7.    მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აირჩევენ და  მათი სურვილისდამიხედვით წაიკითხავენ ერნესტ ჰემინგუეის, მარკ ტვენის და ოსკარ უაილდის მასწავლებლის მიერ შეთავაზებული ნაწარმოებებიდან ერთერთს. და მოამზადებენ პრეზენტაციას საკუთარი შთაბეჭდილებების მიხედვით.   



8.    პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნები: ოსკარ უაილდი: დორიან გრეის პორტრეტი.  ერნესტ ჰემინგუეი: მოხუცი და ზღვა. მარკ ტვენი: ტომ სოიერის თავგადასავალი, ჰეკლბერ ფინის თავგადასავალი. (ადაპტირებული ტექსტები)





9.    პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1. მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად, მათთვის სასურველი ნაწარმოების წასაკითხად.

აქტივობა 2. ვუნაწილებ დავალებებს ავტორზე, ნაწარმოებებზე და გმირებზე სასაუბროდ.

აქტივობა 3. ვთხოვ დაფიქრდნენ და პრეზენტირებისას აღნიშნონ თუ რატომაა საინტერესო მათთვის ესა თუ ის ნაწარმოები.

აქტივობა 4. განიხილონ ნაწარმოების პრსონაჟები.

აქტივობა 5. შეადარონ მოვლენები თანამედროვეობას და გაავლონ სახასიათო პარალელები 

აქტივობა 6. გამოყონ  მათთვის ყველაზე უფრო საინტერესო დეტალები ტექსტიდან.

აქტივობა 7. შეფასება.


შეფასების ინდიკატორი
დაბალი     1-5
საშუალო 6-8
მაღალი  9-10
მოსწავლის აქტიურობა პროექტის მსვლელბისას, ტექსტის გაცნობის, დამუშავების და გადმოცემის თვალსაზრისით.
არ აქტიურობს, უჭირს გაეცნოს ადაპტირებულ ტექსტებს
აქტიურად კითხულობს ტექსტს, ასრულებს დავალებებს და ცდილობს მისიის დამოუკიდებლად ორგანიზებას
უპრობლემოდ გაეცნო ტექსტს, მოიძია დამატებითი ინფორმაცია ნაწარმოებისა და ავტორის შესახებ, ხშირად მომმართავდა შეკითხვებით,
მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად მიღწეული შედეგები
თითქმის უცხო დარჩა მისთვის ტექსტის ფაბულა და შინაარსი
ეცნობა და იაზრებს ტექსტის შინაარსს, შეუძლია უპასუხოს სააზროვნო კითხვებს
კარგად გაიაზრა ტესტის ენობრივი და ლიტერატურული ღირებულება
კითხვის, წაკითხულის გააზრების და უცხო ენაზე  ნააზრევის გადმოცემის უნარების ჩვენება
ვერ გაიუმჯობესა უცხო ტექსტთან მუშაობის უნარი, ვერ გაიმდიდრა ლექსიკური მარაგი
შეძლო გამკლავებოდა უცხო ტექსტის დამუშავებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, მნიშვნელოვნად გაიმდიდრა ლექსიკა
გაიმდიდრა ლექსიკა, დახვეწა ტექსტში ახალი ენბრივი მოვლენების აღმოჩენის უნარი
პრეზენტაციის დამუშავების და წერის უნარების ჩვენება
ვერ შეძლო მისი პოზიციის ჩამოყალიბება
შეძლო წერილობით ჩამოეყალიბებინა პოზიცია ნაწარმოებთან დაკავშირებით
შეძლო კარგი პრეზენტაციის წარმოდგენა

10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

ინგლისური

უცხ.დ.III.13მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.

უცხ.ს.III.7. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მცირე ზომის თხრობითი ტექსტი (მაგ., ადაპტირებული მოთხრობა, მოგონება, ნამდვილი ამბავი და სხვა).

უცხ.ს.III.12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მცირე ზომის ინფორმაციული ტექსტის მაგ. ანოტაციის შედგენა.


11.  პროექტის ხელმძღვანელი:   თამთა ჯანხოთელი

12.  ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tamtajankhoteli@gmail.com


No comments:

Post a Comment